უკრაინელი ჯარისკაცები ინარჩუნებენ პოზიციებს კურსკში - ზელენსკი

რუსეთი ცდილობდა უკრაინის არმიის შევიწროებას კურსკის რეგიონში, მაგრამ ჩვენი სამხედროები პოზიციებს ინარჩუნებენ-ზელენსკი

რუსეთი ცდილობდა უკრაინის არმიის შევიწროებას კურსკის რეგიონში, მაგრამ ჩვენი სამხედროები "ინარჩუნებენ თავდაცვის ზოლს", - განაცხადა შაბათის ახალ სატელევიზიო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

წინა დღით, 11 სექტემბერს უკრაინის ფრონტის ხაზზე და კურსკში შექმნილ ვითარებაზე ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ, გენერალ ოლექსანდრ სირსკის ეთათბირა.

"კურსკის ოპერაციის შესახებ: რუსეთის მხრიდან იყო მცდელობები ჩვენი პოზიციების უკან დასაბრუნებლად, მაგრამ ჩვენ ვიკავებთ გარკვეულ ხაზებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადების ფონი კრემლი მომხრე ბლოგერების გავრცელებული ცნობები, კურსკის რეგიონის გარკვეული ტერიტორიებიდან უკრაინის სამხედრო ძალის უკუგდების შესახებ. კერძოდ სპეცდანიშნულების ძალების პოლკ „ახმატის“ მეთაურმა და რუსეთის სამხედრო უწყების პოლიტიკური მიმართულების მაღალჩინოსანმა, აპტი ალაუდინოვმა 12 ოქტომბერს გაავრცელა ცნობა კურსკის 15 დასახლებული პუნქტის გათავისუფლების შესახებ.

მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებში რამზან კადიროვის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი, გენერალი აპტი ალაუდინოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური მუშაობის დარგში მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ალაუდინოვი გაქტიურად რუსეთის სამხედრო უწყების მთავარ სპიკერად იქცა.

ასევე ნახეთ კადიროვის „მარჯვენა ხელი“ რუსეთის არმიის ერთ-ერთი მთავარი აღმზრდელი ხდება

6 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოპერაცია ომის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან პარტნიორების საკმარისი მხარდაჭერით, უკრაინა შეძლებს რუსეთზე ზუსტად ისეთ ზეწოლას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთმა იგრძნოს, მა ომი არაფერს მისცემს. ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ კურსკის ოპერაციამ ერთ-ერთი უდიდესი წვლილი შეიტანა უკრაინელების ტყვეობიდან გასათავისუფლებლად "გადასაცვლელი ფონდის" შესავსებად.

ასევე ნახეთ რუსეთის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში დაადასტურეს კურსკის მახლობლად მათი ჯარისკაცების დატყვევება
  • 6 აგვისტოს უკრაინის ჯარები სუმის ოლქიდან შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე და სწრაფად დაიკავეს კურსკის ოლქის სუჯის რაიონის მოზრდილი ნაწილი.
  • მომდევნო კვირების განმავლობაში უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვან და რეზონანსულ წარმატებას მიაღწია რუსეთის ამ რეგიონში და მოსკოვმაც კი აღიარა, რომ კიევმა ხელში ჩაიგდო მრავალი დასახლებული პუნქტი და ტერიტორიის ასეულობით კვადრატული კილომეტრი დაიკავა.