წუხელ უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ინგუშეთში, ფედერალურ გზატკეცილზე, დედაქალაქ მაგასის შესასვლელთან, ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილში მყოფ ცენტრ-E-ს (ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი - რედ.) თანამშრომელს. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ტელეგრამის არხები წერენ, რომ მანქანას ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე კაცმა, რომლებიც თავდასხმის ადგილიდან უცნობი მიმართულებით გაიქცნენ. მათ ახლა ეძებენ.
უსაფრთხოების ძალებთან დაკავშირებული ტელეგრამის არხი წერს, რომ ერთ-ერთი დაღუპული არის ილიას აუშევი, მაგასის საგზაო-საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. წინასწარი მონაცემებით, ის იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
ასევე ნახეთ რა ხდება ინგუშეთში - ვინ არიან ყარაბულაკში დახოცილი „მებრძოლები“?