თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ხანძარია

საილუსტრაციო ფოტო. მეხანძრე-მაშველი

განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. უწყების ცნობითვე, ხანძარი ლიკვიდირებულია.

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

უწყებაში ამბობენ, რომ დაშვებულების შესახებ ინფორმაცია მათთან ამ დრომდე არ შესულა.