2024 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში მიენიჭათ ჯონ ჰოპფილდს შეერთებული შტატებიდან და კანადელ ჯეფრი ჰინტონს მათი აღმოჩენებისა და გამოგონებებისთვის ხელოვნური ნეირონული ქსელების გამოყენებით მანქანების სწავლების სფეროში. ამის შესახებ ნობელის კომიტეტმა განაცხადა.
ჰოპფილდმა ასოციაციური მეხსიერების საფუძველზე შექმნა ქსელი, რომელსაც შეუძლია მონაცემებში შეინახოს და აღადგინოს გამოსახულებები და სხვა ტიპის შაბლონები. ჰინტონმა გამოიყენა ჰოპფილდის გამოგონება ბოლცმანის აპარატის შესაქმნელად, რომელსაც შეუძლია კონკრეტული ელემენტების ამოცნობა, მაგალითად, ფოტოებზე და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათი კლასიფიკაციისთვის.
1901 წლიდან, როდესაც ფიზიკაში ნობელის პრემიის მინიჭება დაიწყო, მისი ლაურეატი გახდა 224 ადამიანი, მათ შორის მხოლოდ ხუთი ქალი. ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ ბარდინმა პრემია ორჯერ მოიპოვა. ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა 25 წლის ავსტრალიელი ფიზიკოსი უილიამ ლოურენს ბრეგი, რომელიც მამასთან ერთად შეისწავლიდა კრისტალებს რენტგენის სხივების მეშვეობით.
გუშინ, 7 ოქტომბერს, ამერიკელმა მეცნიერებმა ვიქტორ ემბროსმა და გერი რავკანმა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში მიიღეს ნობელის პრემია მიკრო რიბონუკლეინ მჟავების (microRNA) აღმოჩენისა და კვლევისთვის. ხვალ, 9 ოქტომბერს, გამოაცხადებენ გამარჯვებულს ქიმიის დარგში, 10 ოქტომბერს - ლიტერატურაში, 11 ოქტომბერს კი გამოვლინდება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი.
ასევე ნახეთ მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ მეცნიერებს მიკრორიბონუკლეინმჟავების აღმოჩენისთვისნობელის პრემიის ლაურეატები იღებენ ოქროს მედალს, სახელობით დიპლომს და ფულად ჯილდოს 11 მილიონი შვედური კრონის ოდენობით (წელს ეს დაახლოებით 1,1 მილიონ დოლარს უდრის).