საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, რეზიდენციაში საკოორდინაციო პლატფორმას შექმნის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
„ჩვენი, ყველას ვალდებულებაა, მივიდეთ არჩევნებზე და არცერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი.
არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, - თქვა პრეზიდენტმა.
მას ამ პლატფორმის შესახებ დეტალურად არ უსაუბრია.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 5%-იანი ბარიერით იმართება.
ასევე ნახეთ „იზოლაცია საშინელი კოშმარია“ - პრეზიდენტის მორიგი „უნებართვო“ ტურნე ევროპაში