ისრაელის სამხედროებმა 6 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ალყა შემოარტყეს ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას რაიონს, რადგან ჰამასი (აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული დაჯგუფება) ძალებს იკრებს, მიუხედავად თითქმის ერთწლიანი თავდასხმებისა და ბრძოლისა.
„401-ე ბრიგადისა და 460-ე ბრიგადის ჯარებმა წარმატებით შემოარტყეს ალყა ტერიტორიას და ამჟამად აგრძელებენ ოპერაციას ამ არეალში“, - ნათქვამია სამხედროების განცხადებაში. მათივე დაზვერვაზე დაფუძნებული ინფორმაციით, "ჯაბალიას რაიონში ტერორისტები იმყოფებიან და ტერორისტული ინფრასტრუქტურაა და ამასთან, ჰამასი ცდილობს აღადგინოს თავისი ოპერატიული შესაძლებლობები ამ რეგიონში".
ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა მაჰმუდ ბასალმა AFP-ს განუცხადა, რომ ისრაელმა მთელი ღამის განმავლობაში მრავალი დარტყმა მიაყენა ჯაბალიას, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.