ამის შესახებ დასავლეთის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება გაზეთი The Times-ი.
გამოცემის მონაცემებით, ჩრდილოეთი კორეა ყოველწლიურად 3 მილიონ ჭურვს აწვდის რუსეთს. როგორც წყაროები აღნიშნავენ, ჭურვების უმეტესობა გაუმართავია, თუმცა მათი რაოდენობა ეხმარება რუსეთს "ფრონტზე წარმატების მიღწევაში".
მიწოდების მოცულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიმდინარე წლის ივნისში ფხენიანს ეწვია და ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს ორივე მხარისგან ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას, მესამე ქვეყნის მათზე თავდასხმის შემთხვევაში.
დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ჩრდილოეთი კორეა, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთისთვის საბრძოლო მასალების მიყიდვაში. ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვის დარღვევაში რუსეთს ბრალი დასდო აგრეთვე გაეროს უშიშროების საბჭოს შვიდმა წევრმა.
- თებერვალში გაზეთი The New York Times-ი იტყობინებოდა, რომ საბრძოლო მასალების სანაცვლოდ, რუსეთმა უზრუნველყო ჩრდილოეთ კორეის წვდომა მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე და ასევე, განბლოკა ჩრდილოეთ კორეის აქტივების ნაწილი, რომელიც გაეროს სანქციებს ექვემდებარებოდა.
წყაროები აღნიშნავენ, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზეა დამოკიდებული.