ისრაელის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეჰუდ ოლმერტმა და პალესტინელთა ავტონომიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნასერ ალ ყუდვამ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინეს.
გერმანიაში გამომავალი გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ში რუბრიკაში, "სტუმრის სტატია" გამოქვეყნდა ორი პოლიტიკოსის წერილი სათაურით, „ასე მივაღწევდით მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში.“
სტატიის შესავალში წაიკითხავთ, რომ ისრაელმა და პალესტინელებმა მიწები უნდა გაცვალონ: ისრაელი მიიღებს დასახლებებს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და დათმობს ტერიტორიებს, რომლებიც პალესტინელთა სახელმწიფოში შევა. ამგვარად, გათვალისწინებული იქნება რეალობა, რომლის შეცვლა ძნელია.
ოლმერტი და ალ-ყუდვა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის მოგვარების ორი სახელმწიფოს ვარიანტს უჭერენ მხარს.
ისრაელს უნდა გადაეცეს იორდანეს დასავლეთის ნაპირის, ანუ პალესტინელთა ტერიტორიის ამ სეგმენტის, ოთხი პროცენტი, პირველ რიგში ისრაელების მიერ აშენებული დასახლებები და მიწები იერუსალიმის გარშემო.
სანაცვლოდ ისრაელმა პალესტინელთა სახელმწიფოს უნდა დაუთმოს ამავე ფართობის მიწები. იერუსალიმის ძველი ქალაქი უნდა მართოს სახელმწიფოთა ჯგუფმა, მათ შორს ისრაელმა და პალესტინამ.
ოლმერტი და ალ-ყუდვა აღიარებენ, რომ მათი გეგმა არ არის სრულყოფილი, მაგრამ დიპლომატიური მოგვარების საწყისს წარმოადგენს, რის წინაპირობაა, რომ ღაზაში ომი დასრულდეს.
ასევე ნახეთ მსოფლიო ეკონომიკური სამიტის მასპინძელი - საუდის არაბეთი - თვლის რომ მსოფლიო ღაზაში დამარცხდა ასევე ნახეთ აშშ-ის წარმომადგენელი: შუამავლები ღაზაში შეთანხმებისთვის წინასწარ ემზადებიან. ღაზაში საჰაერო დარტყმას 18 ადამიანი ემსხვერპლა