ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში იგი წერს, რომ ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული გაურკვევლობა ავიაკომპანიის 31 ათას ფრენას შეეხო.
"რამდენიმე საათის წინ ავიაკომპანიის ვებგვერდზე რამდენიმე მიმართულებით ფრენები საერთოდ გაუქმდა. მგზავრებს კი მიუვიდათ შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე ავიაკომპანიისგან გაუქმებული ფრენის შესახებ. ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული გაურკვევლობა ძირითადად საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეხოთ. როგორც ავიაკომპანიაში გვეუბნებიან, საუბარია 31 ათასი ფრენის გაუქმებაზე", - წერს ის.
ქარქაშაძის ცნობით, ავიაკომპანია ვებგვერდის ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობს:
"ვებგვერდი ტექნიკურად კვლავ გაიმართება, თუმცა Wizz Air-ს მგზავრებისთვის შესაბამისი შეტყობინების გასაგზავნად გარკვეული პერიოდი დასჭირდება", - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
მანამდე ავიაკომპანია Wizz Air-მა გამქრალ ფრენებთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა. ამ განმარტების თანახმად, ტექნიკურ პრობლემას დაჯავშნის სისტემაზე ჰქონდა გავლენა.
"თქვენ შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ან შენიშნოთ ცვლილებები აპლიკაციაში. გთხოვთ უგულებელყავით. ჩვენ შეგატყობინებთ, როგორც კი პრობლემა მოგვარდება“, - განმარტავს ავიაკომპანია.
ასევე ნახეთ WIZZ AIR-ის მგზავრებს რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ფრენები აღარ უჩანთმგზავრებს, რომელმაც ბილეთები შეიძინეს ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში შვიდი ქალაქის მიმართულებით, ფრენები რამდენიმე საათის განმავლობაში არ უჩანდათ.
ავიაკომპანიის ვებსაიტზე ფრენები აღარ იძებნებოდა ქუთაისიდან შემდეგი მიმართულებებით: ბრიუსელი, ათენი, კოპენჰაგენი, ფრანკფურტი, რიგა, პოზნანი, ვროცლავი (მხოლოდ ოქტომბერი).