ისრაელის არმია აცხადებს, რომ მოკლა ღაზის სექტორის მთავრობის მეთაური

ფოტო არქივიდან. ისრაელის არმიის იერიშების შედეგად დანგრეული შენობები ღაზაში.13 სექტემბერი, 2024 წელი. ისრაელის არმიის ცნობით, "გაანადგურა" ღაზის სექტორის მთავრობის მეთაური.

Reuters-ი 3 ოქტომბერს ავრცელებს ცნობას, რომელიც ეყრდნობა ისრაელის არმიის განცხადებას იმის შესახებ, რომ პალესტინელთა ტერიტორიაზე “გაანადგურეს” ღაზის სექტორის მთავრობის ხელმძღვანელი რაუჰი მუშტაჰა.

ღაზის სექტორს, რომელიც პალესტინელთა ავტონომიის ნაწილია, მართავს ჰამასი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.

ამავე ცნობით, მოკლეს ასევე უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენლები, სამეჰა ალ-სირაჯა და სამი უდეხა.

Reuters-ი იტყობინება, რომ ისრაელის არმიის განცხადება ეხება სამი თვის წინ განხორციელებულ თავდასხმებს.

Reuters-ს 3 ოქტომბერს მოჰყავს ღაზის ჯანდაცვის უწყების მონაცემები, რომელთა თანახმად, შარშან 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის ტერიტორიაზე ისრაელის არმიის თავდასხმების შედეგად მოკლულია 41 788, ხოლო დაჭრილია 96 794 პალესტინელი.

2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასი თავს დაესხა ისრაელის სამხრეთს, სადაც 120 პირი დაიღუპა და 250-მდე მძევლად აიყვანეს.

ასევე ნახეთ გაეროს რეზოლუცია ისრაელისგან მოითხოვს, 12 თვეში გავიდეს „პალესტინის ტერიტორიებიდან“