რაჟდენ კუპრაშვილმა „აირჩიე ევროპასთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილებაც გააუქმა

რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი

ანტიკორუფციულმა ბიურომ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი „აირჩიე ევროპასაც“ მოუხსნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა, რომელმაც გააუქმა იმავე სტატუსის ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის“ მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება.
ასევე ნახეთ რაჟდენ კუპრაშვილი აუქმებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შესახებ მიღებულ თავისსავე გადაწყვეტილებას

„აირჩიე ევროპის“ ორი წევრი უკვე შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას და დღეს ისინი, როგორც პოლიტიკოსები გვევლინებიან. დანარჩენმა წევრებმა აღასრულეს გადაწყვეტილება. მათ ანტიკორუფციულ ბიუროში, კანონის შესაბამისად, თავიანთი დანახარჯები წარმოადგინეს, თუმცა ვინაიდან ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას“, - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება. პრემიერი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა ორგანიზაციებს მოხსნოდათ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი.

ასევე ნახეთ კობახიძე მიზანშეწონილად მიიჩნევს, TI-ის მოეხსნას ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული სტატუსი

24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და მათი ხელმძღვანელები „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ მიიჩნია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განაცხადეს, რომ ამ მიზეზით ვეღარ დააკვირდებოდნენ მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

ასევე ნახეთ ანტიკორუფციული ბიურო "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" მიიჩნევს ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციებს
ასევე ნახეთ პირველად არსებობის ისტორიაში - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სახელით წელს არჩევნებს არავინ დააკვირდება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო.

ასევე ნახეთ PACE შეშფოთებულია „TI-საქართველოს“ შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით