აქციის მონაწილეებს ადგილზე ათობით პოლიციელი დახვდა. მათ შენობამდე მისასვლელი გზა კორდონით ჰქონდათ გადაკეტილი.
"დღეს თითოეული ჩვენთაგანი ჩვენს ოჯახებს ვიცავთ, ჩვენს საცხოვრის გარემოს ვიცავთ, ჩვენს ქალაქს ვიცავთ. თუ ის ყველაფერი, რასაც ისინი [ხელისუფლება] საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე და ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას არ ემსახურება, მაშინ მოვიდნენ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ წარმომადგენელი გამოგზავნოს, დავხვდეთ კომპანიასთან ერთად. ჩვენ პირველივე დღიდან ღია ვართ ამ ყველაფრისთვის. სუფთა გულით და სუფთა ხელებით ვიბრძვით ხუთი წელია. [...]
იმედია, გონს მოეგება ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მოუწოდებს თავისივე მოყვანილ მთავრობას, ჩაერთონ ამ პროცესში. დაინტერესდეს პროკურატურა, ანტიკორუფციული დეპარტამენტი", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სიტყვით გამოსვლისას.
180 დღეზე მეტია ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, სოფლის მკვიდრებს ჩახერგილი აქვთ კოროხნალის მაღარო. ისინი ამბობენ, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოების გამო მათი სახლები ინგრევა. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოფლის სკოლაში სასწავლო წელი ვერ განახლდა. დაზიანებულია სოფლის ეკლესია, სოფლის სასაფლაოზე კი მიწა იშლება.
შუქრუთელები ხელისუფლების ყურადღებას, შესაბამისი კომპენსაციების გაცემასა და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. „ჯორჯიან მანგანეზში“ ამბობენ, რომ ზარალის ანაზღაურებაზე უკვე 12 მილიონი ლარი დახარჯეს, დანარჩენს კი იმ შემთხვევაში გასცემენ, თუკი მაღაროში მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.
Your browser doesn’t support HTML5