შეერთებულ შტატებს აქვს ცნობები, რომლებიც მიანიშნებს, რომ ირანი ისრაელის წინააღმდეგ "ბალისტიკური რაკეტების გარდაუვალი დარტყმის" დასაწყებად ემზადება. “როიტერსის” თანახმად, ამის შესახებ სამშაბათს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით განაცხადა.
ვაშინგტონი აქტიურად უჭერს მხარს ქმედებებს, რომლებიც ასეთი იერიშებისგან ისრაელის დაცვას შეუწყობს ხელს. ამასთან, აშშ-ის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ისრაელზე პირდაპირ სამხედრო თავდასხმას სერიოზული შედეგები მოჰყვება თეირანისთვის.
ტელეკომპანია CNN-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯერჯერობით უცნობია მოსალოდნელი ირანული თავდასხმის მასშტაბი. აშშ მზად არის, ყველანაირად დაეხმაროს ისრაელს, რათა გადაიტაცოს რაკეტები და სხვა იარაღი, როგორც ეს იყო მიმდინარე წლის აპრილში. მაშინ ირანმა ისრაელის ტერიტორიისკენ ბევრი რაკეტა და დრონი გაუშვა, რომელთა დიდი ნაწილი ჰაერშივე იქნა მოგერიებული.
ირანულ მედიას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია არანაირი ინფორმაცია ისრაელზე "გარდაუვალი თავდასხმის" შესახებ.
ისრაელმა 1 ოქტომბერს, დილით, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო სამხრეთ ლიბანში, მიუხედავად შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა და საერთაშორისო შეშფოთებისა კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებაზე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.
ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში 14 აპრილსაც შევიდნენ.
მაშინ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ საჰაერო აპარატები, კერძოდ, იერუსალიმის თავზე ჩამოაგდო.
ასევე ნახეთ ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს