ირანი აცხადებს, რომ ისრაელის ძალებთან საბრძოლველად თავის ძალებს არ განათავსებს ლიბანში ან ღაზის სექტორში.
"არ არსებობს საჭიროება ირანის ისლამური რესპუბლიკის დამატებითი ან მოხალისე ძალების გაგზავნისა", - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნასერ კანანიმ 30 სექტემბერს და დასძინა, რომ ლიბანს და პალესტინელთა ტერიტორიებზე მებრძოლებს "აქვთ შესაძლებლობა და ძალა, თავი დაიცვან აგრესიისგან".
ისრაელმა მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ ინტენსიური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია 23 სექტემბრიდან დაიწყო.
ჰეზბოლა არის გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტია, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი "შავ სიაში". ორგანიზაციის ლიდერი ჰასან ნასრალა ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად 27 სექტემბერს მოკლეს.
ასევე ნახეთ ანალიტიკოსები: ნასრალას სიკვდილი დიდი დანაკარგია ჰეზბოლასთვის და ირანისთვის