ისრაელის არმია 29 სექტემბერს აცხადებს, რომ ათობით სამხედრო თვითმფრინავის გამოყენებით დარტყმებს ახორციელებს ჰუთი მეამბოხეების რამდენიმე სამიზნეზე იემენში.
"მასშტაბურ საჰაერო ოპერაციაში, ათობით საჰაერო ხომალდმა, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავებმა, საწვავის და სადაზვერვო ხომალდებმა შეტევა მიიტანეს ჰუთების ტერორისტული რეჟიმის სამხედრო გამოყენების სამიზნეებზე იემენის რას-ისას და ჰოდეიდას არეალებში", - აცხადებს არმიის პრესმდივანი, კაპიტანი დავიდ ავრაჰამი.
ასევე ნახეთ ისრაელი იუწყება, რომ მოკლულია ჰეზბოლას კიდევ ერთი მეთაურილიბანში მოქმედ ჰეზბოლასთან ერთად, იემენელი ჰუთები არიან წევრი ირანის ე.წ. წინააღმდეგობის ღერძისა - ანუ ირანის მოკავშირეების და მის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების ქსელისა, რომელიც ისრაელს და აშშ-ს უპირისპირდება.
ჰეზბოლა არის გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტია, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი შავ სიაში. ორგანიზაციის ლიდერი ჰასან ნასრალა ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად 27 სექტემბერს მოკლეს.
ასევე ნახეთ პაპი გამოდის ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მოწოდებით ლიბანში, პალესტინაში, ისრაელში ასევე ნახეთ ანალიტიკოსები: ნასრალას სიკვდილი დიდი დანაკარგია ჰეზბოლასთვის და ირანისთვის