აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: საჰაერო დარტყმებით სირიაში მოკლულია 37 ტერორისტი

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (Centcom) 29 სექტემბერს გამოაცხადა, რომ სირიაში განახორციელა ორი საჰაერო თავდასხმა, რომელთა შედეგადაც მოკლულია ათობით ტერორისტი, შეწყვეტილია რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" და "ალ-ყაიდის" სირიელი მოკავშირის, ჰურას ალ-დინის შესაძლებლობები, იმოქმედონ აშშ-ის და მისი პარტნიორების წინააღმდეგ.

Centcom-ის თანახმად, დარტყმები განხორციელდა 16 და 24 სექტემბერს და მათ შედეგად ლიკვიდირებულია 37 ტერორისტი, მათ შორის არაერთი მაღალი რანგის ლიდერი.

განცხადების ფონია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდა, ღაზაში ისრაელის ომით და ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას შორის ძალადობის მნიშვნელოვანი ესკალაციით. ჰეზბოლას კავშირები აქვს სირიასთანაც და მის მმართველთან, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან.

ასევე ნახეთ ანალიტიკოსები: ნასრალას სიკვდილი დიდი დანაკარგია ჰეზბოლასთვის და ირანისთვის