ლიბანური ჯგუფი ჰეზბოლა - რომელსაც აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს - აცხადებს, რომ მისი ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლულია, რითიც ადასტურებს მანამდე ისრაელის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ნასრალა ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
"საედ ჰასან ნასრალა, ჰეზბოლას გენერალური მდივანი შეუერთდა მის დიად, წამებულ თანამებრძოლებს, რომლებსაც ის დაახლოებით 30 წელი ხელმძღვანელობდა", - აცხადებს ჰეზბოლა 28 სექტემბერს.
ასევე ნახეთ ვინ არის ჰეზბოლას ლიდერი ნასრალა - რომლის სიკვდილზეც იუწყება ისრაელის არმია?ჰეზბოლა პირობას დებს, რომ ლიდერის სიკვდილის მიუხედავად გააგრძელებს ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ.
მანამდე ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ მან ნასრალა მოკლა ბეირუთზე ერთი დღით ადრე მიტანილი შეტევისას.
ისრაელის არმიის არაბულენოვანმა პრესმდივანმა, ავიშაი ანრაემ პლატფორმაზე X დაწერა, რომ მოკლულია ნასრალა, ჰეზბოლას სამხრეთის დანაყოფის ლიდერი, ალი კარკი და ჯგუფის კიდევ რამდენიმე მეთაური.
"მესიჯი მკაფიოა: ჩვენ მივწვდებით ყველას, ვინც საფრთხეს უქმნის ისრაელის მოქალაქეებს ჩრდილოეთში, სამხრეთში და უფრო შორეულ ფრონტებზე", - წერს ანრაე.
პლატფორმაზე X მესიჯს ავრცელებს ისრაელის თადაცვაც - აცხადებს, რომ "ჰასან ნასრალა ვეღარ შეძლებს მსოფლიო ტერორში ამყოფოს".
ასევე ნახეთ რა არის ჰეზბოლა, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი, რომელიც ებრძვის ისრაელს?