ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საქართველოს ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე

28 სექტემბერს, ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე დელეგატებმა ძიუდოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს.

ლევან ნოზაძეს დელეგატებმა ერთხმად, 45 ხმით დაუჭირეს მხარი. აქამდე ის ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი იყო.

ლევან ნოზაძემ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე გიორგი ათაბეგაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც პრეზიდენტის თანამდებობას ფედერაციაში 2018-2024 წლებში იკავებდა.

დელეგატებმა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად სლავა შერაზადიშვილი აირჩიეს.

პირველი ვიცე-პრეზიდენტი კვლავ დავით ქევხიშვილი იქნება, ხოლო მეორე - ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი. გენერალური მდივნის თანამდებობას ირინე გულიაშვილი დაიკავებს.

ლევან ნოზაძე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო.