„ძლიერმა საქართველომ“ პარტიული სიის შემადგენლობა დაასახელა 

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები

მამუკა ხაზარაძემ, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ლიდერმა, „თბილისი ცენტრალში“ მდებარე ცენტრალურ შტაბში დაასახელა საპარლამენტო არჩევნების პარტიული სიის შემადგენლობა.

სიაში დეპუტატობის 26 კანდიდატია. დასახელებულ კანდიდატებს შორის არ არის საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც 25 სექტემბერს, „ძლიერ საქართველოში“ გაერთიანების შემდეგ, თქვა, რომ მისთვის საკანონმდებლო საქმიანობა არ არის საინტერესო და მთავარია პოლიტიკაში მონაწილეობა. 26-წევრიან სიაში არ არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილიც.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი „ორ მთავარ დამნაშავეს“ ასახელებს - რამ ჩაშალა ლელო-გახარიას მოლაპარაკებები

„ძლიერი საქართველოს“ სია ასეთია:

  1. მამუკა ხაზარაძე - „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი;
  2. ანა დოლიძე - იურისტი, პოლიტიკოსი; პარტიის, „ხალხისთვის“ დამფუძნებელი;
  3. ბადრი ჯაფარიძე - „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი;
  4. ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის წევრი;
  5. ლევან ცუცქირიძე - „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი;
  6. ირაკლი კუპრაძე - „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი;
  7. ქეთევან თურაზაშვილი - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ წევრი;
  8. საბა ბუაძე - თბილისის საკრებულოს წევრი;
  9. სალომე სამადაშვილი - პარლამენტის წევრი;
  10. დავით რაქვიაშვილი - უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი;
  11. თამარ ლალიაშვილი - უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
  12. გრიგოლ გეგელია - პოლიტიკის თეორიის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი;
  13. ლევან სამუშია - ადვოკატი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
  14. ფიქრია ჩიხრაძე - საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
  15. გიორგი უშიკიშვილი - ფოლკლორისტი;
  16. ვახტანგ სურგულაძე - თბილისის საკრებულოს წევრი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
  17. ლანა გალდავა - სამართლის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
  18. მაკა ნუცუბიძე - იურისტი, საჯარო სამართლის დოქტორი;
  19. მედეა მეტრეველი - ფილოლოგიის დოქტორი, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი;
  20. ალექსანდრე ელისაშვილი - პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი;
  21. ბაკურ კვაშილავა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი;
  22. აგილ მუსტაფაევი - იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი;
  23. ირაკლი ქობალია - „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი;
  24. ირაკლი უცინაშვილი - აქტივისტი გარემოს დაცვის საკითხებში;
  25. გიორგი რეხვიაშვილი - იურისტი, "მოქალაქეების" წევრი;
  26. ოთო ფარულავა - სამოქალაქო აქტივისტი, „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

ასევე ნახეთ „ლეიბორისტებმა“ პარტიული სიის ათეული გამოაქვეყნეს

პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ასევე ნახეთ "ქართული ოცნების" პარტიული სია გამოქვეყნდა