ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ ისრაელის საჰაერო კამპანია აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰეზბოლას თავდასხმების საპასუხოდ მის ტერიტორიაზე, სამხრეთ ლიბანის მხრიდან, "შეიძლება რეგიონულ ომში გადაიზარდოს".
ფეზეშქიანმა, რომელიც ივლისის არჩევნების შემდეგ გახდა ირანის პრეზიდენტი, CNN-ის კორესპონდენტს, ფარიდ ზაქარიას, ინტერვიუში განუცხადა, რომ ირანი მხარს უჭერს ჰეზბოლას, რადგან დაჯგუფება "მარტო ვერ გაუძლებს" თავდასხმებს. "ნამდვილად არსებობს იმის საფრთხე, რომ (ლიბანში) განვითარებული მოვლენების ცეცხლი მთელ რეგიონს მოედოს", - განაცხადა მან სპარსულ ენაზე მიცემულ ინტერვიუში, რომელიც შემდეგ ინგლისურად ითარგმნა. ინტერვიუ 23 სექტემბერს გავიდა ეთერში.
ლიბანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 23 სექტემბრიდან, სულ მცირე, 558 ადამიანია დაღუპული ისრაელის ავიადარტყმების შედეგად. მანამდე ბეირუთი 492 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა.
ლიბანის მთავრობის მიერ 24 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულთა შორისაა 50 ბავშვი და 94 ქალი. დაჭრილია 1835 ადამიანი.
ირანი დიდი ხანია აფინანსებს ჰეზბოლას.
ასევე ნახეთ პენტაგონი: აშშ დამატებით ძალებს გზავნის ახლო აღმოსავლეთში, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაპირისპირების ზრდის ფონზე ასევე ნახეთ ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ ოპერაციის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა