მიმდინარე კვირაში გაეროში მნიშვნელოვანი სიტყვით გამოსვლამდე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მხრიდან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაზე მოწოდებით გამოვიდა.
უკრაინის ლიდერი აშშ-ში გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე (UNGA) იმყოფება. ზელენსკიმ შეხვედრა გამართა აშშ-ის კანონმდებლების ორპარტიულ დელეგაციასთან და მათ მადლობა გადაუხადა, მისი თქმით, ამერიკის მხრიდან ურყევი მხარდაჭერისთვის. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანეს როლზე უკრაინის თავისუფლების დაცვაში.
აშშ-მა - უკრაინის მთავარმა მხარდამჭერმა - და სხვა დასავლელმა მოკავშირეებმა კიევს გამოუყვეს მილიარდობით დოლარის ოდენობის სამხედრო და სხვა სახის დახმარება, რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან ერთად.
ზელენსკის თქმით, მან ამერიკელ კანონმდებლებს გააცნო კონფლიქტში ამჟამად არსებული ვითარება და რუსეთის ნაბიჯები. "ახლა გადამწყვეტ მოქმედებას შეუძლია დააჩქაროს სამართლიანი დასრულება რუსეთის აგრესიისა უკრაინის წინააღმდეგ, მომავალ წელს", - წერს ზელენსკი ტელეგრამში.
ასევე ნახეთ ზელენსკის გეგმის მთავარი პუნქტი უსაფრთხოების გარანტიებია - "თაიმსი"