ლიბანში ისრაელის საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა 270-ზე მეტი ადამიანი

კვამლი სამხრეთ ლიბანის თავზე

23 სექტემბერს ისრაელის საჰაერო დარტყმებს 270-ზე მეტი ლიბანელი შეეწირა. ეს თავდასხმები ყველაზე ინტენსიური იყო მას მერე, რაც 2006 წელს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ომი დაიწყო. ისრაელის არმიამ, ჰეზბოლას ძალების წინააღმდეგ კონფლიქტის გაფართოების ფონზე, ლიბანის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ლიბანის სამხრეთი დატოვა ათასობით მოქალაქემ, საპორტო ქალაქ სიდონიდან მომავალ გზატკეცილზე მანქანების ხერგილია, მოქალაქეები მანქანებით ბეირუთში ცდილობენ ჩასვლას.

ისრაელის თავდასხმების შედეგად დაჭრილია 1000-ზე მეტი მოქალაქე.

ასევე ნახეთ პენტაგონი: აშშ დამატებით ძალებს გზავნის ახლო აღმოსავლეთში, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაპირისპირების ზრდის ფონზე