აშშ-ის ალაბამის შტატის ქალაქ ბირმინგემში ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა მასობრივი სროლის შედეგად. ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას მსროლელებზე, რომლებმაც ქალაქის სხვადასხვა ადგილას მოაწყვეს თავდასხმა მოქალაქეების ჯგუფებზე. პოლიციისვე ცნობით, მოკლული მოქალაქეებიდან ორი კაცი და ერთი ქალი შემთხვევის ადგილზევე დაღუპნენ, ერთი კი ტყვიისგან მიყენებული ჭრილობებით მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა. კრიტიკულია კიდევ ოთხი ჰოსპიტალიზებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მასობრივი სროლის მომწყობები პოლიციას დაკავებული არ ჰყავს.
მასობრივი სროლა განიმარტება როგორც სროლა, რომლის დროსაც ოთხი ან მეტი ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა. ოფიციალური სტატისტიკით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ წელს 400-მდე ასეთი ინციდენტია აღრიცხული.