მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი „რატომ ევროპა?“

რატომ ევროპა? - მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი

​​​​​​​საქართველოს კინოინსტიტუტი, რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობით და "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერით, აცხადებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს, სახელწოდებით „რატომ ევროპა?“

კონკურსის მიზანია, დაინტერესებულმა ადამიანებმა, შემოქმედებითი გზითა და ორიგინალური ხერხებით გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება საქართველოს ევროპულ ოჯახში სწრაფვასთან დაკავშირებით.

ფილმების ფორმასა და ჟანრში არ არის შეზღუდვა. ნამუშევარი შეიძლება იყოს მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, ესსე, მუსიკალური კლიპი, ან თუნდაც ექსპერიმენტული სახის; მთავარი მოთხოვნაა, რომ ის პასუხობდეს კონკურსის თემატიკას.

საკონკურსო ფილმებიდან შერჩეული ნამუშევრები გამოქვეყნდება საქართველოს კინოინსტიტუტისა და რადიო თავისუფლების სოციალურ გვერდებზე/ვებგვერდებსა და Youtube-არხებზე, ხოლო პირველი სამი საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება ფულადი პრიზებით.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, პროფესიონალ თუ არაპროფესიონალ რეჟისორს, განურჩევლად ასაკისა. ასევე მონაწილეობა შეუძლიათ უცხოეთის მოქალაქე რეზიდენტებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოქმედებითი ჯგუფის მინიმუმ ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეა.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

კონკურსანტმა უნდა გამოაგზავნოს:

  • დასრულებული ფილმი;
  • ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს, ტიტრების ჩათვლით, და არ უნდა იყოს ერთ წუთზე ნაკლები (აღნიშნული ქრონომეტრაჟის საზღვრები წამების სიზუსტით უნდა იყოს დაცული);
  • ავტორი უნდა ფლობდეს საავტორო უფლებებს ფილმზე;
  • ფილმი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ პლატფორმაზე;
  • დოკუმენტური ფილმის შემთხვევაში, ავტორს უნდა ჰქონდეს გმირის გმირების თანხმობა ფილმში მონაწილეობაზე;
  • ავტორს მოპოვებული უნდა ჰქონდეს ფილმში გამოყენებული მუსიკის საავტორო უფლებები;
  • ფილმის ფორმატი უნდა იყოს: HD – 1920x1080, mp4.

როგორ გამოვაგზავნოთ ფილმი?

  • დასრულებული ფილმი ატვირთეთ Vimeo-ზე დაცული პაროლით ან Youtube-ზე (დახურული ბმული - Unlisted);
  • შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და თან დაურთეთ ბმული შესაბამის ველში.

როგორ უნდა დავრეგისტრირდე?

სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს.

როდის არის ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა?

ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი.

ვინ შეარჩევს და შეაფასებს ფილმებს?

ნამუშევრების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას, ფინალში გასულ ფილმებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.

ჟიურის შემადგენლობა:

  • ქეთი მაჭავარიანი - კინორეჟისორი, პროდიუსერი, საქართველოს კინოინსტიტუტის წარმომადგენელი;
  • კახა კინწურაშვილი - მსახიობი;
  • ტატო კოტეტიშვილი - კინორეჟისორი;
  • ანდრო ჭიჭინაძე - მსახიობი;
  • ნანა ექვთიმიშვილი - კინორეჟისორი, მწერალი, საქართველოს კინოინსტიტუტის წარმომადგენელი.

რამდენია საპრიზო ფონდი?

  • პირველი ადგილი - 10 000 ლარი
  • მეორე ადგილი - 5 000 ლარი
  • მესამე ადგილი - 3 000 ლარი

იქნება თუ არა დამატებით სხვა პრიზები?

დამატებითი პრიზების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება დახურვის ცერემონიაზე.

რა კრიტერიუმებს გაითვალისწინებენ შეფასებისას?

  • რამდენად შეესაბამება ფილმი კონკურსის თემას;
  • რამდენად ინდივიდუალურია ხედვა.

ვის დავუკავშირდე, თუ შეკითხვა გამიჩნდა?

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს, ირინა გელაშვილს ელ. ფოსტის მისამართზე: info@gfi.ac.ge

ან ტელეფონით: +995 577 14 77 14

კონკურსისთვის შექმნილი ფილმები ეკუთვნით ავტორებს და მათი შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს რადიო თავისუფლების რედაქციის პოზიციას.​