2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს 3030 უბანზე ჩატარდება. აქედან 2262 უნაბში მოქალაქეები ხმას განსხვავებული წესით, ელექტრონულად მისცემენ.
ეს ნიშნავს, რომ ამდენივე უბანზე იცვლება ხმის მიცემის წესი. თუკი აქამდე, პარტიის არჩევა ნიშნავდა საარჩევნო ნომრის შემოხაზვას, ახლა აუცილებელია იმ წრის გაფერადება, რომელიც სასურველი პარტიის წინ არის დატანილი.
ცესკოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ იმ უბნებზე, სადაც მოქალაქეები ხმას ელექტრონულად აძლევენ, ხმის მიცემად ჩაითვლება მხოლოდ წრის გაფერადება. ხელით გადათვლის დროსაც კი, კომისიის წევრები დანარჩენ ბიულეტენებს ბათილად მიიჩნევენ, რაც ნიშნავს, რომ მათი ხმა დაიკარგება.
რას უპირატესობა აქვს ელექტრონულად ხმის მიცემა - წაიკითხეთ აქ.