ახლახანს შევიცვალე საცხოვრებელი მისამართი - შევძლებ ახალ მისამართზე ხმის მიცემას?

თუკი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გეგმავ საცხოვრებელი მისამართის შეცვლას, აჯობებს, საქმე ბოლო მომენტამდე არ მიიყვანო, რომ შენი ახალი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით, თუნდაც სხვა ქალაქსა თუ სოფელში არ მოგიწიოს ხმის მისაცემად წასვლა.

რა რიცხვამდე შემიძლია საცხოვრებელი მისამართის შეცვლა, რომ საარჩევნო სიაში განახლებული მისამართით დავფიქსირდე?

საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია რამდენჯერმე ანახლებს სიას. აი, მაგალითად, თუკი დღეს (17 სექტემბერს) შეხვალ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე არსებულ საარჩევნო სიაში საკუთარი თავის გადასამოწმებლად, იქვე ნახავ მინიშნებას, რომ საარჩევნო სია მოიცავს 15 ივლისის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს.

უახლოეს დღეებში, კიდევ ერთხელ განახლდება საარჩევნო სია და იქ უკვე 12 სექტემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემები აისახება.

თუკი გეგმავ საცხოვრებელი მისამართის შეცვლას, იმისათვის, რომ ხმის მიცემა შენს ახალ მისამართთან მდებარე საარჩევნო უბანზე შეძლო, ბოლო ვადა მისამართის შესაცვლელად 8 ოქტომბრის ჩათვლით გაქვს.

ანუ, საარჩევნო ადმინისტრაცია მხოლოდ 8 ოქტომბრის ჩათვლით შეცვლილ მისამართებს ასახავს საარჩევნო სიაში და განაახლებს სიას.

და თუკი 8 ოქტომბრის შემდეგ გადავწყვიტე მისამართის შეცვლა?

მაშინ ხმის მიცემა მოგიწევს ძველ მისამართზე, იქ, სადაც 8 ოქტომბრამდე იყავი რეგისტრირებული.

რას იმას ნიშნავს, რომ თუკი მაგალითად, შენი ძველი საცხოვრებელი ადგილი და მისამართი იყო რომელიმე რეგიონი და ახლა დედაქალაქში გადახვედი საცხოვრებლად, მოგიწევს, რომ არჩევნების დღეს შენს ძველ მისამართზე, რეგიონში ჩახვიდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

პასუხები სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე:

არჩევნების დღეს საქართველოში არ ვარ - მაინც შემიძლია ხმის მიცემა?

რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები?

ვარ თუ არა საარჩევნო სიაში - როგორ შევამოწმო?

როგორ მოვძებნო, სად ვაძლევ ხმას?

ვინ რა ნომრით იყრის კენჭს?

როგორ მივცე ხმა, თუ არასდროს ვყოფილვარ არჩევნებზე?

არჩევნების წინ როგორ გადავეწერო სხვა მისამართზე?

არჩევნების დროს სახლში არ ვიქნები - როგორ დავრეგისტრირდე სხვა მისამართზე?

რუსეთში ვცხოვრობ - როგორ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა?

არავინ არ მომწონს - რა მოხდება, თუ ბიულეტენში ყველას გადავხაზავ?

ჩემს ბინაში ჩაწერილი უცხო ამომრჩეველი ვიპოვე - რა უნდა ვქნა?

ასევე ნახეთ რატომ მიდის იკო საარჩევნო უბანზე და რატომ არასდროს ითხოვს გადასატან ყუთს