ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვადიმ სიუკაევი აცხადებს, რომ საგრძნობლად შემცირდა „საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები“.
მისი თქმით, სულ რაღაც ერთი წლის წინ ხშირად შეინიშნებოდა ქართული დრონები, რომლებიც „გარკვეულ სამხედრო მიზნებს ახორციელებდნენ“ მათ შორის, როგორც სიუკაევი ამბობს, ისინი ახორციელებდნენ საჰაერო დაზვერვას და ფოტოგადაღებას.
„ახლა ქართული უპილოტო საფრენი აპარატების შემოფრენას ერთეული ხასიათი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა საქართველოში წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რადგან იქ არსებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დამოუკიდებლად აწარმოებს ამ მოწყობილობებს“, - განაცხადა სიუკაევმა.
ასევე ნახეთ ცხინვალი „საჰაერო სივრცის დარღვევის“ შესახებ აცხადებს. ანტისაოკუპაციო მოძრაობა ე.წ. საზღვრის დარღვევის კადრებს ავრცელებსის მიიჩნევს, რომ „საჰაერო სივრცის დარღვევა შემცირდა იმ საქმიანობის გამო, რომელსაც აწარმოებს თავდაცვის უწყება და მე-4 სამხედრო ბაზა რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობით“.
მანამდე, ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ „საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები“ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს ერგნეთში.
„როდესაც ჩვენ ცხელი ხაზის მეშვეობით ვატყობინებთ უპილოტო საფრენი აპარატის შემოფრენის ფაქტის შესახებ და ქართული მხარე მის დადგენას ცდილობს, უპილოტო ტოვებს სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეს, ან მიწაზე ეშვება, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისად, შემოფრენის ფაქტის დადასტურება საკმაოდ რთულია ხოლმე“- უთხრა ჟურნალისტებს ერგნეთის შეხვედრებში ოსური მხარის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა.
მისივე თქმით, „ირიბად დასტურდება, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ქართულ მხარეს ეკუთვნის, რადგან ინტერნეტში სოციალური ქსელების ქართული სეგმენტი აჭრელებულია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ფოტოებით“.
2023 წლის ზაფხულში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება. ქართული დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების შესახებ.
ასევე ნახეთ ქართული დრონების წინააღმდეგ ცხინვალი იარაღს გამოიყენებს