თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ეძგვერაძე 2700 ლარით დააჯარიმა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე მუხლის, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ედავებოდნენ. პროცესი დღეს, 13 სექტემბერს გაიმართა.
ეძგვერაძის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ, მოსამართლის გადაწყვეტილებას “პოლიტიკური” უწოდა. მისი თქმით, სასამართლოზე მიიტანეს ვიდეო მტკიცებულები „რომელშიც ჩანდა, რომ ირაკლი ეძგვერაძე არ სჩადიოდა არავითარ ადმინისტრაციულ დანაშუილს“, თუმცა ეს მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო,
სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე ოთხი პოლიციელი გამოკითხა.
ასევე ნახეთ „სისხლნაჟღენთები ეტყობა“ - ენმ გლდანის საარჩევნო შტაბის უფროსი დაკავებას „რეპრესიებს“ უკავშირებსეძგვერაძე, 4 სექტემბერს დააკავეს გლდანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, საღამოს გლდანში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ, ატარებდნენ „საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით“. ამ დროს, პოლიციის მტკიცებით, ირაკლი ეძგვერაძემ შსს-ის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა. უწყების თანახმად დეპუტატს არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.
ადმინისტრაციული წესით დაკავებული ირაკლი ეძგვერაძე, მის ადვოკატის თქმით 48 საათის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას აღენიშნებოდა ძალადობის კვალი რაზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეაგირება მოითხოვეს. გამომძიებელმა ეძგვერაძე იზოლატორში გამოკითხა, თუმცა არ დაწყებულა გამოძიება პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე.
4 სექტემბერს ამავე ინციდენტისას, ადმინისტრაციული კოდექსის იმავე მუხლებით პოლიციამ დააკავა ეძგვერაძის თანაპარტიელი ირაკლი ნადირაძეც, ის გვიან ღამით ხელწერილით გაათავისუფლეს.
12 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე ადმინისტრაციული წესით, 2500 ლარით დააჯარიმა.