მოქალაქე ხათუნა ბერიძე, რომელმაც პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს „მონებო, მოღალატეებო, გამყიდველებო“ დაუძახა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 1500 ლარით დააჯარიმა.
როგორც ხათუნა ბერიძე ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ.
"მსუსხავი სასჯელი, პატიმრობა შეუფარდეთ ბევრჯერ არის დაჯარიმებული და მაინც ეძახის მოღალატეებს ჩვენს მამა-მარჩენლებსო ბრალდების მხარემ. კობახიძეს როგორ აკადრე მონა რომ
არის ჩვენც ვიცით, მაგრამ ხმამაღლა ხომარ უნდა თქვაო", - წერს ის ფეისბუქზე.
საქმე ეხება 6 ივნისის ინციდენტს, რა დროსაც ბათუმში ჩასულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს ხათუნა ბერიძემ მიმართა სიტყვებით: "მოღალატეებო, მონებო, გამყიდველებო". მოგვიანებით, იგი პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა, რა ცგულიგნობას გულისხმობს.