აშშ-ის და ბრიტანეთის საგარეო სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებმა 7 სექტემბერს განაცხადეს, რომ ისინი "შეუჩერებლად მუშაობენ" ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე. მათ იშვიათი ერთობლივი საჯარო განცხადება გამოიყენეს მშვიდობისკენ მოწოდებისთვის.
AP-ის ცნობით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა და MI6-ის უფროსმა, რიჩარდ მურმა განაცხადეს, რომ მათმა სააგენტოებმა "გამოიყენეს ჩვენი სადაზვერვო არხები, რათა შეენარჩუნებინათ შეკავება და დეესკალაცია".
Financial Times-ის სტატიაში, მურმა და ბერნსმა განაცხადეს, რომ ისრაელის ომში ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ, ცეცხლის შეწყვეტას "შეუძლია დაასრულოს მშვიდობიანი პალესტინელი მოსახლეობის ტანჯვა და საშინელი დანაკარგი და სახლში დააბრუნოს მძევლები 11-თვიანი ჯოჯოხეთური ტყვეობის შემდეგ".
ასევე ნახეთ ბლინკენი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის "უკანასკნელ შანსზე" ლაპარაკობს