ტრამპი აცხადებს, რომ აქვს უკრაინაში ომის დასრულების გეგმა, თუმცა მას ჯერ ვერ გაამხელს

დონალდ ტრამპი, აშშ-ის ექსპრეზიდენტი

აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას აქვს გეგმა, რომელიც "გარანტირებულად" დაასრულებს ომს უკრაინაში - მაგრამ ამ გეგმას მხოლოდ მაშინ გაამხელს, თუკი ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

ტრამპი - რესპუბლიკელების კანდიდატი - მხარდაჭერის მაჩვენებლებით მჭიდრო მეტოქეობაშია დემოკრატების კანდიდატთან, კამალა ჰარისთან.

ტრამპმა ერთ-ერთ პოდკასტში საუბრისას 3 სექტემბერს თქვა, რომ თუ გაიმარჯვებს, იგი "უზრუნველყოფს შეთანხმებას - გარანტირებულად". ტრამპის თქმით, მას ამ გეგმის ახლა გამხელა არ შეუძლია, რადგან ამ შემთხვევაში გეგმა წარუმატებელი იქნება.

ჰარისმა ტრამპი გააკრიტიკა მისი განცხადებისთვის - რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რამდენიმე დღეში დაასრულებს უკრაინის ომს, გეგმის დაკონკრეტების გარეშე.

ასევე ნახეთ „ვფიქრობ, ეს ტრამპის არასწორი წაკითხვაა“ - რას ამბობენ ამერიკელი ექსპერტები საქართველოზე