ვენესუელის სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის დაპატიმრების ორდერი გასცა

ედმუნდო გონსალესი, ვენესუელის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი

ვენესუელის სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერი გასცა. დოკუმენტი ვენესუელის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა. გონსალესს ადგილობრივი ოპოზიცია, აშშ და ევროკავშირი არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს.

პროკურატურის განკარგულებაში ნათქვამია, რომ გონსალესი რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, მათ შორის. კანონებისადმი დაუმორჩილებლობის წაქეზებაში, დოკუმენტების გაყალბებაში, საინფორმაციო სისტემების საბოტაჟსა და დანაშაულებრივ დაჯგუფებებში მონაწილეობაში.

ორდერი პოლიციას ნებავს რთავს დააკავოს და პროკურატურას გადასცეს გონსალესი, რომელმაც სამართლოს 48 საათში წარუდგენენ.

„რეალობის შეგრძნება სულ დაკარგეს, არჩეული პრეზიდენტისადმი მუქარით ისინი მხოლოდ გვაახლოებენ და აძლიერებენ ედმუნდო გონსალესისადმი ვენესუელელების და მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას“ - წერს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო.

ივნისში ვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მაჩადო გონსალესმა შეცვალა, ვინაიდან ის არჩევნებზე არ დაუშვეს. ოფიციალური მონაცემებით საპრეზიდენტო არჩვენებში ნიკოლას მადურომ ხმათა 51.2% მოიპოვა და საპრეზიდენტო ვადა მესამედ ვადით გაიხანგრძლივა. გონსალესმა ხმათა 44.2 % მიიღო, დანარჩენი ხმები კი ორ კანდიდატს შორის განაწილდა.

გამოცხადებული შედეგების საპასუხოდ, ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის დროსაც ოცზე მეტი ადამიანი მოკლეს, ორი ათასზე მეტი კი დააკავეს.

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ საარჩევნო უბნების 80%-ზე მეტის დათვლის შედეგად გამოქვეყნებული ოქმების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა ნიკოლას მადუროზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო და სულ მცირე, 70%-ით გაიმარჯვა. ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ, რომელმაც გამარჯვებულად მადურო გამოაცხადა, ოქმები არ გამოაქვეყნა.

აშშ, ევროკავშირი და ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილი მადუროს ლეგიტიმურობას არ აღიარებს. თუმცა, აგვისტოში ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა არჩევნებში მადუროს გამარჯვება.

ასევე ნახეთ ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა საპრეზიდენტო არჩევნებში მადუროს გამარჯვება