კვირას გერმანიის ორ მხარეში- საქსონიასა და თიურინგიაში გამართულ რეგიონულ არჩევნებში მემარცხენე და მემარჯვენე პოპულისტები იმარჯვებენ.
პირველი პროგნოზების თანახმად, გერმანიის მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfD) პირველად ლიდერობს თიურინგიაში, ხოლო ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი საქსონიაში პირველ ადგილზეა და მცირედით უსწრებს AfD-ს.
საერთო ჯამში, ხმის მისაცემად საქსონიაში 3.3 მილიონი, ხოლო თურინგიაში და 1.7 მილიონი ამომრჩეველი მიიწვიეს.
სამაუწყებლო კომპანია ARD-ს პროგნოზების თანახმად, საქსონიაში „ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) ხმების 31,5% მოიპოვა, „ალტერნატივას გერმანიისათვის“ (AFD) ხმათა 30%-ი ხვდა წილად. ხმების 12%-ით მესამე ადგილზე მემარცხენე პოპულისტი სარა ვაგენკნეხტის „სარა ვაგენკნეხტის ალიანსი“ (BSW, Bündnis Sahra Wagenknecht). სოციალ-დემოკრატებს (SPD) ერგოთ ხმათა 8.5%-ი, „90-იანების კავშირი“/“მწვანეებს“ - 5.5%-ი. „მემარცხენე“ პარტიამ კი ხმების მხოლოდ 4% მოიპოვა.
თიურინგიაში მმართველი კოალიციის პარტიებმა-„სოციალ-დემოკრატებმა“, „მწვანეებმა“ და FDP-მ („გერმანიის თავისუფალმა დემოკრატიულმა პარიამ“) დიდი წარუმატებლობა განიცადეს.
თიურინგიაში „ალტერნატივამ გერმანიისათვის“ (AFD) ხმათა 30%-ი მიიღო, ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა - 24,5%, მესამე ადგილზე 16%-ით გადის „სარა ვაგენკნეხტის ალიანსი“. შემდეგ მოდიაბ "მემარცხენე" პარტია (12 %), სოციალ-დემოკრატები (7%) და "მწვანეები (4%).
მიუხედავად მიღწეული შედეგისა, ჯერ კიდევ ძნელია იმის თქმა, შეძლებენ თუ არა პოპულისტები საკუთარი ძალებით საქსონიისა და თიურინგიის მთავრობების დაკომპლექტებას,
ასევე ნახეთ გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტს ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ძალები ემუქრებიან