ერთდღიანი ძებნის შემდეგ სამაშველო ჯგუფებმა მიაგნეს მი-8 შვეულმფრენის ნამსხვრევებს, რომელიც კამჩატკაში შაბათს დილით დაიკარგა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ნამსხვრევები იმ ადგილის მახლობლად იპოვეს, საიდანაც მფრინავები ბოლოს დაუკავშირდნენ.
ოპერატიულმა სამსახურებმა საინფორმაციო სააგენტო “ტასს” აცნობეს, შვეულმფრენი გორაკს დაეჯახა და დაიმსხვრა.
ავიაკომპანია "ვიტიაზ-აეროს" კუთვნილი „ვერტმფრენი ასრულებდა ფრენას ვულკან ვაჩკაჟეცის რაიონის მოედნიდან ნიკოლაევკის მოედნის მიმართულებით. მაგრამ დათქმულ დროს, დაახლოებით 07:15 საათზე, ვერტმფრენის ეკიპაჟი კონტაქტზე არ გამოვიდა“, - ნათქვამია „როსავიაციის“ განცხადებაში.
გამოძიება დაიწყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით.