აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტო (CIA) დაეხმარა ავსტრიის ხელისუფლებას აგვისტოს დასაწყისში თავიდან აეცილებინა ტერორისტული თავდასხმა ვენაში, მომღერალ ტეილორ სვიფტის კონცერტზე. შესაბამისი დაზვერვის მონაცემები გადაეცა ავსტრიის ხელისუფლებას, წერს გაზეთი New York Times-ი, რომელიც დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის მოადგილეს, დევიდ კოენს, ციტირებს.
კოენის თქმით, სააგენტომ ავსტრიას მიაწოდა მონაცემები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირის შესახებ, რომლებიც თავდასხმებს გეგმავდნენ. ეჭვმიტანილებს აღმოუჩინეს ბომბების დამზადების მასალები და მტკიცებულება, რომ ჰქონდათ დაშვება იმ ადგილზე, სადაც კონცერტები უნდა ჩატარებულიყო.
ავსტრიის ხელისუფლების ცნობით, დაკავებულთაგან ერთ-ერთმა, 19 წლის ავსტრიის მოქალაქემ ექსტრემისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" ერთგულება შეჰფიცა.
ტეილორ სვიფტი 8 აგვისტოდან, ზედიზედ სამჯერ უნდა გამოსულიყო ვენაში კონცერტებით სტადიონზე, რომლებზეც დაახლოებით 200,000 ბილეთი გაიყიდა. სოციალურ მედიაში მომღერალმა მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას: "მადლობა თქვენ, რომ ჩვენ დღეს ვგლოვობთ კონცერტების გაუქმებას და არა დაღუპულებს."