29 აგვისტოს რუსეთის არმია დრონ „შაჰედებითა“ და რაკეტებით ამ კვირაში მესამედ დაესხა თავს უკრაინის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს. დედაქალაქ კიევში დრონების ნამსხვრევები საცხოვრებელ ნაგებობებს დაეცა დნეპრის, გოლოსეევსკისა და დესნიანსკის რაიონებში. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა რამდენიმე სახლის ფანჯრები და შეწყდა დენით მომარაგება.
რუსი სამხედროები სხვადასხვა სახის იარაღით - უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით, საავიაციო ბომბებითა და ზალპური ცეცხლით რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის რეგიონებს.
რუსეთის ხელმძღვანელობა უარყოფს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს, მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, საავადმყოფოების, სკოლების, საბავშვო ბაღების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ობიექტების განადგურებას.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის ფედერაციის ამ დარტყმებს ომის დანაშაულად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ იერიშებს რუსეთი მიზანმიმართულად აწარმოებს.
ასევე ნახეთ
მსხვერპლია უკრაინაში დაბომბვების გამოორშაბათს, 26 აგვისტოს, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი შეტევა განხორციელდა უკრაინაზე.
ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა, სულ მცირე, 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მოახერხეს 102 რაკეტისა და 99 დრონის ჩამოგდება.
ორშაბათს უკრაინაზე რუსეთის დარტყმების შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი და 47 დაშავდა.