რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, მიმართავს კონტრშეტევას, რათა შეეცადოს კურსკის ოლქში დაიბრუნოს უკრაინის ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორია, განაცხადა 28 აგვისტოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) დირექტორის მოადგილემ, დევიდ კოენმა.
„შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი შეეცდება ამ ტერიტორიის დაბრუნებას, - თქვა კოენმა ეროვნული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, - ჩვენ მოველით, რომ ეს რთული ბრძოლა იქნება რუსებისთვის“.
ასევე ნახეთ "ატომური ბომბის ეფექტი საინფორმაციო ფრონტზე" - რას ამბობს "სიტუაცია" კურსკში რუსეთის წითელ ხაზებზემართალია, კიევმა განაცხადა, რომ არ აპირებს დაკავებული ტერიტორიების ანექსიას, მაგრამ უკრაინის ჯარები თავდაცვით ხაზებს აგებენ და, როგორც ჩანს, აპირებენ „ამ ტერიტორიის ნაწილი დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში“ შეინარჩუნონ, თქვა კოენმა კონფერენციაზე, რომელიც ვაშინგტონის მახლობლად, მერილენდის შტატის ქალაქ ბეთესდაში გაიმართა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები 6 აგვისტოს შევიდნენ რუსეთის კურსკის ოლქში და მას შემდეგ წინ მიიწევენ. კიევის თქმით, ის აკონტროლებს 1000 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიას რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ჯარების მიერ რუსეთის ტერიტორიების დაკავებას დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებისთვის.