22 აგვისტოდან „ლელო საქართველოს“ ნაცვლად პარტიის ოფიციალური დასახელებაა „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
სახელის შეცვლა „ლელოს“ დასჭირდა იმ ცვლილებების გამო, რომლებიც კანონში შევიდა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, 2023 წლის ოქტომბერში. ამ ცვლილებებით, პარლამენტმა შეზღუდა პარტიები და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა მხოლოდ იმ სახელებით, რომლებიც რეესტრშია დაფიქსირებული.
ასევე ნახეთ მომავალი არჩევნებისთვის პარტიების ნაწილს სახელის შეცვლა მოუწევთიმის გამო, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით ტარდება და აკრძალულია ბლოკების შექმნა, პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ ერთიანი სიით იყარონ კენჭი. „ლელო“ ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს პარტიასთან „ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანთან“ ერთად - ახალ დასახელებაში სწორედ მათი სახელებია შესული.
დასახელების შეცვლის მოთხოვნით რეესტრს უკვე მიმართეს „ახლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. მათი მოთხოვნა ჯერ არ დაკმაყოფილებულა.