პრეზიდენტმა 17 მსჯავრდადებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 17 მსჯავრდადებული შეიწყალა. შეწყალების აქტს მან ხელი დღეს, 26 აგვისტოს, მოაწერა.

17 მსჯავრდადებულიდან 13 სრულად გათავისუფლდა სასჯელისგან, მათგან ორი ქალია. ოთხ მსჯავრდადებულს პატიმრობის ვადა შეუმცირდა.

პრეზიდენტმა აგვისტოს თვეში ჯამში 39 მსჯავრდადებული შეიწყალა. შეწყალების აქტი მან 2 აგვისტოსაც გამოსცა. შეწყალებულთა ვინაობა, როგორც წესი, არ საჯაროვდება.