სააგენტო Reuters-ი მოგვიანებით იუწყებოდა, რომ სასტუმრო "საფირში" მისი თანამშრომლები ცხოვრობდნენ, ექვსი პირი. მათგან ოთხი დაიჭრა, აქედან ორი საავადმყოფოში მოხვდა. სააგენტოს კიდევ ერთი კორესპონდენტი დაკარგულია, ის, შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი. ჟურნალისტების სახელებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ, იუწყებიან, რომ საქმე ეხება აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, ლატვიისა და უკრაინის მოქალაქეებს.
სასტუმროს ორსართულიანი შენობა ნაწილობრივ დანგრეულია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, დარტყმა, როგორც ჩანს, განხორციელდა რუსეთის Iskander-M-ის ტიპის რაკეტით.
რუსეთის სამხედრო უწყებებს ამ ცნობებზე განცხადება არ გაუკეთებიათ.
ასევე ნახეთ ცხრა ადამიანი დაიჭრა უკრაინაში რუსეთის იერიშის შედეგად, ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა ბელგოროდში უკრაინის თავდასხმისგან