ფონიჭალაში ორი ადამიანი დაჭრეს - დაწყებულია გამოძიება

ფოტო: ილუსტრაცია.

დღეს, 24 აგვისტოს თბილისში, ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

სამინისტროში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მას გამოძიება დაადგენს.