„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერმა დავით ქაცარავამ დღეს, 23 აგვისტოს, საკუთარი პარტიის პრეზენტაცია გამართა. მან მედიას თანაგუნდელები წარუდგინა.
„დღეს ვაანონსებთ ახალი პოლიტიკური ერთობის, ძალის, ჩართვას წინასაარჩევნო კამპანიაში. „ჩვენ“ არის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან და იბრძოლებენ საქართველოსთვის“, - თქვა დავით ქაცარავამ.
პარტიის წევრებს შორის არიან:
- ხატია ბაკურაძე - "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი მონაწილე;
- კახა გოგიძე - მსახიობი, რეჟისორი;
- ლაშა ქვლივიძე - აქტივისტი;
- მიხეილ რამიშვილი - ადვოკატი;
- გიგიშა პატარიძე - პოლიტოლოგი;
- აკია ბარბაქაძე - სამხედრო ექსპერტი.
მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს, პარტიების ნაწილი არჩევნებზე ერთიანი სიით გავა.