ნატომ "პოტენციური საფრთხის" გამო გააძლიერა უსაფრთხოების ზომები თავის საჰაერო ბაზაზე დასავლეთ გერმანიის ქალაქ გაილენკირხენში, ნიდერლანდის საზღვრის ახლოს. ალიანსის საჰაერო გაფრთხილების და კონტროლის სისტემა, ანუ AWACS-ი, პლატფორმა X-ზე 23 აგვისტოს აცხადებს, რომ სახლში გაიგზავნნენ ის თანამშრომლები, რომელთა ადგილზე ყოფნაც არ იყო აუცილებელი.
"გაილენკირხენში ნატოს საჰაერო ბაზაზე გავაძლიერეთ უსაფრთხოების დონე სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც პოტენციურ საფრთხეზე მიუთითებდა", - აცხადებს AWACS-ი.
გაილენკირხენის ბაზაზე განთავსებულია ნატოს AWACS-ის თვითმფრინავები.
"შეჭრისა და საბოტაჟის შესახებ ეჭვის" გამო გასულ კვირაში ჩაიკეტა გერმანიის სამხედრო ბაზა კიოლნთან.
ასევე ნახეთ აშშ-ის რაკეტების განლაგება გერმანიაში აუცილებელია „პუტინის შესაკავებლად“ - ანალენა ბერბოკი