„მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესება საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება“, - წერია განათლების სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომისიის მუშაობის შესახებ ოფიციალურად გამოქვეყნებულ ცნობას თან ერთვის ფოტოსურათები, რომლებითაც ირკვევა, ვინ იყო ჩართული ათი საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენაში.
კომისიის წევრებს შორის იყვნენ:
- ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია;
- მწერალთა სახლის ხელმძღვანელი ქეთევან დუმბაძე;
- მსახიობები ნანა შონია და თემიკო ჭიჭინაძე;
- ფილოსოფოსი გია მურღულია;
- პედაგოგი შალვა ამონაშვილი;
- „იმედის“ წამყვანები ნოე სულაბერიძე და ნიკოლოზ წულუკიძე (თეატრმცოდნე);
- ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.
2024 წელს მასწავლებლის ეროვნული დღე ოქტომბრის ნაცვლად სექტემბერში აღინიშნება, რადგან საპარლამენტო არჩევნებს ემთხვეოდა. განათლების სამინისტროს ამ დღის საზეიმო აღნიშვნა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება.
ასევე ნახეთ მასწავლებლის დღის აღნიშვნაში 2024 წელს სამინისტრო ნახევარ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავსმასწავლებლის ეროვნულ დღეს სახელმწიფო განსაკუთრებულ მასწავლებლებს აჯილდოებს ფულადი ჯილდოთი, 10 000 ლარის ოდენობით, და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი სამკერდე ნიშნით.