ახალ მისამართზე გადაწერა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე იუსტიციის სახლში მისვლით. ორივე შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
- თუ ბინის მესაკუთრე თავად ხართ, ცხადია, რეგისტრაციის ადგილის შეცვლისთვის მხოლოდ საკუთარი მონაცემები დაგჭირდებათ;
- ხოლო თუ რეგისტრირდებით, მაგალითად, ნათესავთან, დაგჭირდებათ ბინის მესაკუთრის ნებართვა ან ორი პირის დასტური.
იუსტიციის სახლები 20-ზე მეტ ქალაქშია.
ადგილზე მისვლის შემთხვევაში, მესაკუთრის თანხმობის დაფიქსირება შესაძლებელია:
- თუ ის თავად მივა იუსტიციის სახლში;
- ელექტრონული ფორმით – ე.წ. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;
- ნოტარიულად დამოწმებული.
სიაში ცვლილებების შეტანზე განცხადებით მიმართვა შესაძლებელია 8 ოქტომბრის ჩათვლით.
პასუხები სხვა კითხვებზე:
- რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები?
- ვარ თუ არა საარჩევნო სიაში - როგორ შევამოწმო?
- როგორ მოვძებნო, სად ვაძლევ ხმას?
- ვინ რა ნომრით იყრის კენჭს?
- როგორ მივცე ხმა, თუ არასდროს ვყოფილვარ არჩევნებზე?
- არჩევნების დროს სახლში არ ვიქნები - როგორ დავრეგისტრირდე სხვა მისამართზე?
- არჩევნების დღეს საქართველოში არ ვარ - მაინც შემიძლია ხმის მიცემა?
- რუსეთში ვცხოვრობ - როგორ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა?
- არავინ არ მომწონს - რა მოხდება, თუ ბიულეტენში ყველას გადავხაზავ?
- ჩემს ბინაში ჩაწერილი უცხო ამომრჩეველი ვიპოვე - რა უნდა ვქნა?