არავინ არ მომწონს - რა მოხდება, თუ ბიულეტენში ყველას გადავხაზავ? 

რა მოხდება, თუ არჩევნებზე ყველას გადახაზავ?

მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი ხმა დაიკარგება. 

არჩევნებზე თითოეული მოქალაქის ხმა გადამწყვეტია. ეს აჩვენა 2017 წლის თვითმმართველობის არჩვნებმაც, როცა დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა კონკურენტს მმართველი პარტიიდან რამდენიმე ხმით აჯობა და თიანეთის მერი გახდა.

ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები

თუ არჩევნებზე მიდიხართ, გახსოვდეთ, რომ თქვენი ხმა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. და თუკი ყველა პარტიას გადახაზავთ, არჩევნებზე მისვლა აზრს კარგავს.

რატომ?

ცესკო პარტიების ხმებს ითვლის არა არჩევნებზე მისული ამომრჩევლის რაოდენობის მიხედვით, არამედ „ნამდვილი ხმებით“. „ნამდვილ ხმად“ ითვლება ყველა ის ბიულეტენი, რომელშიც მკაფიოდ არის დაფიქსირებული, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ყველა სხვა ბიულეტენი ბათილდება, შესაბამისად, ყველა პარტიის გადახაზვის შემთხვევაში, თქვენი ხმა გაბათილდება.

პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ