ჩემს ბინაში ჩაწერილი უცხო ამომრჩეველი ვიპოვე - რა უნდა ვქნა?

როგორ მოვიქცე, თუ ჩემს ბინაში უცხო ადამიანები არიან ჩაწერილი?

თუ შემთხვევით აღმოაჩენთ, რომ სააარჩევნო სიაში თქვენს მისამართზე უცხო ადამიანია რეგისტრირებული, მისი მოხსნა მარტივად შეიძლება.

ამისათვის საჭიროა ბინის მფლობელმა განცხადება დაწეროს იუსტიციის სახლში (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში).

ასევე ნახეთ არჩევნების სიმულატორი

იუსტიციის სახლები 20-ზე მეტ ქალაქშია.

იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბინის განცხადების დაწერის დროს ბინის მეპატრონემ უნდა წარადგინოს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან მიიყვანოს ორი მოწმე. ამ გზით დადასტურდება, რომ მესაკუთრე ცხოვრობს იმ ბინაში.

თუ ბინა დაკეტილია, ვერც მოწმე მიგყავთ და კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები არ გაქვთ რეესტრის თანამშრომელი თავად გადაამოწმებს - ცხოვრობს თუ არა თქვენს ბინაზე მიწერილი ადამიანი იქ.

ამომრჩეველთა სიას ცესკო პერიოდულად აახლებს სერვისების განვითარების სააგენტოში დაცული მონაცემების საფუძველზე. ამომრჩეველს საკუთარი თავისა და მის საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული მოქალაქეების გადამოწმება შეუძლია ცესკოს ვებსაიტზე.

პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ