არჩევნების დროს სახლში არ ვიქნები - როგორ დავრეგისტრირდე სხვა მისამართზე?

როგორ მივცე ხმა სხვა მისამართიდან?

პირველ რიგში, განვმარტოთ, რატომ არის აუცილებელი „გადაწერა“. 

საქართველოს მოქალაქეს არჩევნებზე ხმის მიცემა შეუძლია მხოლოდ იმ უბანზე, სადაც ის არის რეგისტრირებული. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ქალაქშია დასაქმებული, თუმცა მათ ოფიციალურ საცხოვრებელ მისამართად სხვა დასახლება აქვთ მითითებული.

ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები

იმისთვის, რომ სასურველ ქალაქსა თუ უბანში მისცეთ ხმა, „გადაწერა“ აუცილებელია, რაც ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. იუსტიციის სახლები 20-ზე მეტ ქალაქშია.

გაითვალისწინეთ, რომ მისამართის შესაცვლელად აუცილებელია იმ ბინის მფლობელის თანხმობა, სადაც „ჩაწერას“ აპირებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ განახლებული სია ცესკოს არჩევნებამდე 19 დღით ადრე (7 ოქტომბრამდე) ეგზავნება. ამ ვადის გასვლის შემდეგ საარჩევნო სიებში ცვლილების შეტანა შეუძლებელია.

პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ