ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოში გაიხსნა დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ ქვეყნის მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს.
59 წლის კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს.
2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. რესპუბლიკური პარტიიდან მისი მეტოქეა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი.
ასევე ნახეთ ვინ არის კამალა ჰარისიჩიკაგოში დემოკრატების ოთხდღიანი ყრილობა 19 აგვისტოს, საღამოს, გაიხსნა. დელეგატების წინაშე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლამდე მას კამალა ჰარისმა მადლობა გადაუხადა ისტორიული ლიდერობის, მთელი ცხოვრების განმავლობაში ერის სამსახურისა და იმისთვისაც, რასაც მომავალში გააკეთებს.
დელეგატებისადმი მიმართვისას ამერიკული პოლიტიკის ვეტერანმა, 81 წლის ჯო ბაიდენმა, რომელსაც ხანგრძლივი ტაშით შეეგებნენ, ილაპარაკა თავის მრავალწლიან კარიერაზე და პრეზიდენტობის პერიოდის მიღწევებზე. ბაიდენის განცხადებით, იყო შეცდომებიც, მაგრამ ამერიკას მისცა ყველაფერი, რაც შეეძლო.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი აქტიურ მხარდაჭერას დაჰპირდა კამალა ჰარისს და თქვა, რომ მისი კამპანიის საუკეთესო მოხალისე იქნება.
დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე კამალა ჰარისის საპროგრამო გამოსვლა 22 აგვისტოსაა დაგეგმილი.
ასევე ნახეთ კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად შეარჩია ტიმ უოლზიჩიკაგოს არენა United Center-თან, სადაც დემოკრატიული პარტიის ყრილობა მიმდინარეობს, 19 აგვისტოს გაიმართა ღაზის სექტორში ომის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია.
როგორც სააგენტო AP წერს, აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პალესტინელების მხარდამჭერი დემონსტრანტების ნაწილმა არენის გარშემო აღმართული ჯებირების პირველი რიგის გარღვევა შეძლო.
ჩიკაგოს პოლიციამ განაცხადა, რომ აღკვეთა უშუალოდ არენის ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა შეღწევა და ოთხი ორგანიზატორი დააკავა.