"აგენტსტვოს" თანახმად, გლუშკოვოში მაროდიორობაში კადიროველი მონაწილეობდა

საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის ჯარისკაცები ძარცვავენ კომპანიას კიევის ოლქში. 2022 წ. მარტი.

კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოში მობილური ტელეფონების მაღაზიის ძარცვაში მონაწილეობდა მინიმუმ ერთი მებრძოლი ჩეჩნური ქვედანაყოფებიდან. ამის შესახებ „აგენტსტვო“ იტყობინება.

გამოცემამ იპოვა მძარცველის ფოტოები ტელეგრამის არხ „ტიპიჩნი კურსკში“ გამოქვეყნებული ვიდეოდან. სოციალურ ქსელებში მას აქვს ანგარიშები იუსუფ აბდულვადუდოვის სახელით და პოზირებს მაისურში წარწერით „ახმატ კადიროვის სახელობის პოლკი“.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველმა რომან ალიოხინმა ირიბად დაადასტურა ჩეჩენი მებრძოლების მონაწილეობა ძარცვაში. „მაროდიორებს აქვთ სახელი და გვარი. და ყოველმა მათგანმა თავის დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს თავად და არა ხალხმა ან მთელმა ქვედანაყოფმა“, - წერს ალიოხინი.

ვიდეოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მაროდიორები მაღაზიის ვიტრინებს ამსხვრევენ და ჩამტვრეული ფანჯრიდან ტექნიკა გააქვთ. როგორც „აგენტსტვო“ აღნიშნავს, სწორედ ჩეჩნური შენაერთების მებრძოლები იცავდნენ სასაზღვრო რეგიონებს, მაგრამ ვერ შეაჩერეს უკრაინის არმიის წინსვლა.